ხაზარაძე: როდესაც ჩვენ გვეპატია რაღაც, სახელმწიფომაც მოგვთხოვა თავისი ვალდებულებების გადავადება

“ამავე დროს როდესაც ჩვენ გვეპატია რაღაც, ასევე სახელმწიფომაც მოგვთხოვა თავისი ვალდებულებების გადავადება. ეს შეგვიძლია დოკუმენტურად გაჩვენოთ. “,-განაცხადა მამუკა ხაზარაძემ „რუსთავი 2-ის“ ეთერში გადაცემისთვის „ფორბსის კვირა“ მიცემულ ინტერვიუში.

მამუკა ხაზარაძემ ” ფორბსის კვირაში” ანაკლიის პროექტის განხორციელების პროცესში როგორც სახელმწიფოს, ასევე კონსორციუმის მხრიდან ვალდებულებებზე ისაუბრა.

„რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა გადავადებები ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე. მთელი პასუხისმგებლობით ვლაპარაკობ, რომ არანაირი ჯარიმა სახელმწიფოს მხრიდან ჩვენ არ მიგვიღია და არავის ეს ჯარიმა არ უპატიებია. იმიტომ, რომ ყოველთვის არსებობდა რაღაც ობიექტური მიზეზები და ეს არ იყო ჩვენს გამო გამოწვეული. ეს იყო უამრავი მიზეზის გამო გამოწვეული. ასეთი პროექტი ქაღალდზე რომ იწერება, არ ნიშნავს, რომ რეალურად მასე გადავა, იმიტომ, რომ უამრავ რამეზეა დამოკიდებული.

ამავე დროს როდესაც ჩვენ გვეპატია რაღაც, ასევე სახელმწიფომაც მოგვთხოვა თავისი ვალდებულებების გადავადება. ეს შეგვიძლია დოკუმენტურად გაჩვენოთ. დამოკიდებულება არ არის სწორი, რომ მე სახელმწიფო ვარ, შენ ჩემზე პატარა ხარ და შემიძლია შენზე ვისაუბრო და შენ არ შეგიძლია ისაუბრო“, – განაცხადა ხაზარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად