ხაზარაძე: რობაქიძე “ლელოს” აქტივისტია, თუმცა, ჩვენთვის ცნობილი არ არის დეტალები, რა მოხდა

პოლიტიკური მოძრაობა “ლელო საქართველოსთვის” დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ადასტურებს, რომ ვახტანგ რობაქიძე, რომელმაც წუხელ პარლამნეტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და დაემუქრა მისი პარტიის აქტივისტია.

როგორც მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან აღნიშნა, მისთვის ინციდენტის დეტალები მათთვის უცნობია, თუმცა გაერკვევიან.

მამუკა ხაზარაძის ინფორმაციით, ვახტანგ რობაქიძე, რამდენიმე წლის წინ, “ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წევრი იყო.

„ვადასტურებ, რომ ვახტანგ რობაქიძე არის გაწევრიანებული „ლელოში“. ჩვენ სრულად ვგმობთ ნებისმიერ ძალადობას და არაკანონიერ ქმედებას, თუმცა ჩვენთვის ცნობილი არ არის დეტალები რა მოხდა. ჩვენი იურისტები გაერკვევიან და გვექნება დღის ბოლომდე სრული ინფორმაცია. ჩვენ გავერკვევით დეტალებში და მივიღებთ ადეკვატურ ზომებს. როგორც ვთქვი, არ ვიცით რა მოხდა და ვერ დავეყრდნობით მხოლოდ იმ ინფორმაციას, რაც თქვა ოხანაშვილმა. ოხანაშვილმა მთელი საქართველო მოატყუა და…“ – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ცნობისათვის: გუშინ, საღამოს გავრცელებული ინფორმაციით, დეპუტატი ანრი ოხანაშვილი ბაკურიანში, ერთ-ერთ რესტორანში ოჯახთან ერთად ვახშმობდა, რა დროსაც ერთ-ერთმა პირმა მას ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, თუმცა, შინაგან საქმეთა სამინისტროში ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს არ ადასტურებენ.

უწყების ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

დაკავებული პირი ამჟამად, “ლელოს” აქტივისტი ვახტანგ რობაქიძე აღმოჩნდა. ის წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევია,  2019 წელს კი – ზესტაფონში მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი იყო.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად