ხაზარაძე: ქვეყანა უნდა გადავიდეს სრულ კარანტინზე! პოლიტიკური კეკლუცობა ხდება, რომ ვინმეს არ აწყენინონ

ამის შესახებ “ლელოს” დამფუძნებელმა და ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“მე მინდა კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ საგანგებო მდგომარეობა უნდა იყოს მკაცრი. მთლიანი ქვეყანა უნდა გადავიდეს სრულ კარანტინზე. მკაცრი რეგულაცია უნდა იყოს თავშეყრის ადილებთან დაკავშირებით. კიდევ იმართება სუფრები, თავშეყრის ადგილებზე შეკრება… ეს არის მიძინებული ნაღმის პრინციპი. ჩვენ არ გვაქვს ისეთი რესურსები, როგორიც აქვს განვითარებულ ქვეყნებს, ვლაპარაკობ ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, ფულადი რესურსების და ა. შ. ჩვენ გვაქვს ორი გამოწვევა – თუ გვინდა, რომ ეკონომიკა ამუშავდეს და ძალიან მალე როგორც კი დაიწყება ეს პერიოდი რომ კრიზისი გადაივლის ქვეყანაში და მივხვდებით, უკვე მინელების ფაქტორი მიდის, არ უნდა შევხვდეთ ამ პერიოდს დანგრეული ეკონომიკით.

კარანტინი არ ნიშნავს ყველაფრის გაჩერებას. გაუგებარი საგანგებო მდგომარეობა, რომელიც წერია, ეს არის ნახევარი ზომა. დეკრეტი რომ წაიკითხოთ ვერ მიხვდებით რა გეკრძალებათ, რამდენი ადამიანის შეკრება და .ა. შ. მე ვფიქრობ, რომ პოლიტიკურ კეკლუცობას აქვს ადგილი, ვინმეს არ აწყენინონ, თუნდაც ეკლესიას”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად