ხაზარაძე: ყველასთან ვითანამშრომლებთ, ვისაც ქვეყნის სწრაფი განვითარება უნდა

იმ ადამიანებთან ვითანამშრომლებთ, რომლებიც წინა ან ახლანდელი მთავრობის დროს იყვნენ უწყებებში, მუშაობდნენ, მათ კისერზე გადაიარა ძალიან ბევრმა პროფესიონალურმა ნაშრომმა”,-ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ მოძრაობის 12 წევრის წარდგენაზე განაცხადა.

“ჩვენ ვთვლით, რომ ახალი სახეებით უნდა წარვსდგეთ საზოგადოების წინაშე. ჩვენ ვხედავთ ძალიან დიდ რესურსს ამ მიმართულებით. მიუხედავად იმისა, რომ არჩევნებამდე არის ძალიან მოკლე დრო, დარწმუნებული ვართ, რომ ამ კრიტიკულ მასას უფრო მეტს შევქმნით ახალი სახეების და ახალი ენერგიის სახით.

ყველასთან ვითანამშრომლებთ, ვისაც აქვს დასავლეთის ვექტორი, ვისაც უნდა ქვეყანაში სწრაფი განვითარება და განსაკუთრებით იმ ადამიანებთან ვითანამშრომლებთ, რომლებიც წინა ან ახლანდელი მთავრობის დროს იყვნენ უწყებებში, მუშაობდნენ, მათ კისერზე გადაიარა ძალიან ბევრმა პროფესიონალურმა ნაშრომმა და მუშაობამ და არავინ გამოიყვანა ეს ხალხი წინა პლანზე.

ჩვენ ასეთ ადამიანებს ვეპატიჟებით, რადგან მათი ცოდნა გვჭირდება და პარტიული ნიშნით – „შენ „ნაციონალების“ დროს მუშაობდი მინისტრის მოადგილედ და ამიტომ მიუღებელი ხარ“, ასეთი რაღაც ჩვენთან არ იქნება“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად