ხაზარაძე “ოცნების” წევრებს: შეგრცხვეთ, სად დგახართ?! ამ სისტემას ჭაობისგან გავწმენდთ

“ჩვენი ქვეყანა არ იმსახურებს იმას, რომ ასეთი სამართალი ჰქონდეს და ჩვენ ამ სიტუაციას შევცვლით”, – ამის შესახებ “ლელოს” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, სამართლებრივ ინსტიტუციებში ღირსეულ ადამიანებს დატოვებენ.

“იმიტომ, რომ საბედნიეროდ ჩვენ გვყავს ღირსეული იურისტები, ღირსეული მოსამართლეები, რომელიც დამპალი ვაშლის ამბავი რომ არის, რომელიც მთელ კალათას ალპობს ისეა. ამ სისტემას ჩვენ გავწმენდთ და დავტოვებთ ქვეყანას წესიერი, ღირსეული ადამიანების ხელში. ამას მე გპირდებით ჩემი გუნდის სახელით.

ბიძინა ივანიშვილის საბჭოური მენტალიტეტი,ე. წ. რეიდები, რომელიც მან რუსეთში ისწავლა და მას საქართველოში ახორციელებს. ის მეთოდები, დაპირებები და ტყუილები, რომელიც 2 საარჩევნო დაპირებების დროს ყველამ მოვისმინეთ, გადაახვიეთ მისი დაპირებები… მინდა “ოცნების” წევრებს ვუთხრა, შეგრცხვეთ სად დგახართ. თქვენს შვილებს ჩახედეთ თვალებში – რას ჰპირდებოდით ხალხს და რა მივიღეთ რეალურად. ჩვენ მივიღეთ აბსოლუტურად დიდი ჭაობი და ამ ჭაობიდან თუ ყველა ერთად დროზე არ ამოვედით… აქ არ არის საუბარი მამუკა ხაზარაძეზე, აქ საუბარია ჩვენს სამშობლოზე, ჩვენ ხვალინდელ დღეზე, ჩვენ შვილებზე და ერთხელ და სამუდამოდ წესიერი ქვეყნის, სახელმწიფოს ჩამოყალიბებაზეა საუბარი. ამ სახელმწიფოს ჩვენ თქვენთან ერთად, წესიერ ადამიანებთან ერთად, ყველასთან ერთად ჩამოვაყალიბებთ”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად