ხაზარაძე: მზად ვარ დებატებში ივანიშვილს ციფრებით ვუთხრა, თუ სად მიიყვანა ქვეყანა თავისი უუნარო მენეჯმენტით

ამის შესახებ პოლიტიკური მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელმა მამაუკა ხაზარაძემ დღეს, კიდევ 12 ლიდერი წარდგენისას განაცხადა.

“ბიძინა ივანიშვილის მთავრობასთან ასოცირება და ოცნებასთან ასოცირება, ოღონდ მეც დავუჭირე მხარი 2012 წელს, იმედი მქონდა, რომ რაღაც წინ წავიდოდით. პრაქტიკულად, არამარტო ფეხის მუხრუჭი მიაჭირა ჩვენს ქვეყანას, ხელის მუხრუჭიც ამოწია. ჩვენ უკან მივდივართ, ყველა პარამეტრით. ეს მინდა ვთქვა მთელი პასუხისმგებლობით და თუ ვინმეს ამაზე შეკამათება შეუძლია, მზად ვარ ნებისმიერ დებატებში. იგივე ბიძინა ივანიშვილს (პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო”), ციფრებით ვუთხრა, თუ სად მიიყვანა მან ქვეყანა თავისი უუნარო მენეჯმენტით“ – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...