ხაზარაძე: მთავრობას, ბიძინა ივანიშვილის თამადობით, არ აქვს ხედვა, სად უნდა წავიდეს ქვეყანა

“ქვეყანაში არის არაკომპეტენტური მთავრობა”,-მის შესახებ პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ პალიტრანიუსის ეთერში განაცხადა.

“ის დამოკიდებულებაა, რომ ამ ქვეყანაში არის არაკომპეტენტური მთავრობა, ამ ქვეყანას არ აქვს ხედვა და ამ მთავრობას არ აქვს ხედვა ბიძინა ივანიშვილის თამადობით, სად უნდა წავიდეს ქვეყანა, ეს არის ქვეყანა, რომელიც გაჩერებულია ეკონომიკურად, ქვეყანა, რომელიც იცლება ადამიანებისგან“,-ამბობს მამუკა ხაზარაძე.

ამასთან, მამუკა ხაზარაძე ყოფილი პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა:

“მამუკა ბახტაძე იმდენად დაკარგული იყო და არავინ კითხულობდა, ეტყობა, ახლა, ბიძინა ივანიშვილის გულის მოგება უნდა, რომ „ქამ ბექი“ გააკეთოს, რომ რაღაცნაირად იქნებ თანამდებობა მისცენ”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად