ხაზარაძე: მერაბიშვილს საპყრობილეში თავიდან თუ შეაბრუნებენ ჩემთვის პოლიტპატიმარი გახდება

ამის შესახებ, “ლელოს” ლიდერმა, ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ “იმედთან” საუბრისას განაცხადა.

მამუკა ხაზარაძის განმარტებით, თუ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრს ვანო მერაბიშვილს ციხეში კვლავ შეაბრუნებენ ამით, ის პოლიტიკური პატიმარი გახდება.

“ჩემთვის ვანო მერაბიშვილი გახდება პოლიტიკური პატიმარი იმის მერე, თუ მას თავიდან შეაბრუნებენ საპყრობილეში. მანამდე, მე არ ვთვლიდი რომ ის იყო პოლიტიკური პატიმარი”,-ამბობს მამუკა ხაზარაძე.

შეგახსენებთ, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა 20 თებერვალს “მატროსოვის ციხე” დატოვა. 7-წლიანი პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ მერაბიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ამ ხელისუფლების დამხობის შემდეგ, ამ ციხის კარი პოლიტპატიმრებისთვის ფართოდ გაიღება

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად