ხაზარაძე: მეორე ტურის წინ წერილი იმიტომ დავწერე, რომ უფრო მეტი საშიშროება ამეცილებინა, ჯაფარიძე არ მეთანხმებოდა

“ჩემთვის თავი არავის არ ურტყმევინებია, ეს ფრაზა არ მომეწონა”, – ასე პასუხობს გადაცემა “რეაქციის” წამყვანის ინგა გრიგოლიას ფორმულირებულ კითხვას პოლიტიკაში ჩართული ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე, რომელმაც ჰკითხა, რომ იმ ცნობილი შეხვედრის შემდეგ რატომ გადაწყვიტა ქართული ოცნების კანდიდატისთვის სალომე ზურაბიშვილისთვის მხარი დაეჭირა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში?

“ჩვენ ის ეპიზოდი ჩავთვალეთ ამოწურულად, როდესაც ყველა მიხვდა, რომ არანაირ 30 მილიონის გადახდაზე არ მიდგა საქმე. რა თქმა უნდა არ მოგვეწონა, მაგრამ ის მივეცით დავიწყებას, რადგანაც გაირკვა ეს ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ. ვიფიქრეთ, რომ გაუგებრობა მოხდა, ყველაფერი ხდება. თუმცა, ძალიან მძიმე განცდა გამომყვა, იმიტომ რომ დავინახე შიგნიდან როგორ არის მოწყობილი ეს სახელმწიფო და როგორ იმართება.

რაც შეეხება თქვენს კითხვას არჩევნებთან დაკავშირებით, ამას ცოტა წინ უსწრებდა ანაკლიის თემა და გიორგი კვირიკაშვილის გადაყენებას. დაახლოებით 2 კვირის წინ შეხვედრა იყო უმრავლესობასთან. იქ დამაბრალეს, რომ თითქოს რაღაც მიტინგებს ვაფინანსებდი. ასე გამოვიდა, იმიტომ რომ ამბობდნენ, რომ მართლა აფინანსებ “თეთრი ხმაურის მოძრაობის” მიტინგსო?

როგორც კი გიორგი კვირიკაშვილი გადააყენეს დაახლოებით 1 თვეში ჩვენთან შემოდის ყველა მაკონტროლებელი სტრუქტურა და იწყებენ ბოლო წლით და ჩაყვნენ ბოლომდე. ესეც არ ჩავთვალეთ სერიოზულად. არჩევნების დროს ჩვენ მივიღეთ გახარიას წერილი. მე ის წერილი, რაც უკავშირდებოდა მხარდაჭერას, თუმცა სალომე ზურაბიშვილი არ მიხსენებია, ეს წერილი ნამდვილად ჩემი სურვილით დავწერე, თუმცა შინაგანი წინააღმდეგობა მქონდა. ბადრი ჯაფარიძე იყო ამის წინააღმდეგი და ამბობდა, რომ არ უნდა დავწეროთ. მე ვუთხარი, რომ სჯობს ახლა გავლინძღოთ, მაგრამ იქნებ რამენაირად ავიცილოთ უფრო მეტი საშიშროება, ანაკლიის პროექტია, აგერ ბანკია, ვიცით რა რომ დალაგებული არ არის ირგვლივ და ა. შ. მაგრამ, რაც მე დავწერე ეს არ მოეწონათ. მათ უნდოდათ შემეკრიბა ბიზნესმენები და მომეწოდებინა მხარდაჭერა. მაგრამ, მე დავწერე ის, რაც გადამხდა ამათთანაც და რაც გადამხდა “ნაციონალების” დროს”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად