ხაზარაძე: კვირიკაშვილი სანამ ხელისუფლებაში იყო არც ივანიშვილზე უთქვამს გადაბრუნებული სიტყვა და არც პარტიის შექმნაზე უსაუბრია

“როგორც კი გიორგი კვირიკაშვილი გადაყენებული იქნა, ჩვენი კონტაქტი [მისი და ივანიშვილის] გაწყდა, – ასე პასუხობს პოლიტიკაში ჩართული ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე გადაცემა “რეაქციის” წამყვანის კითხვას, იმ ცნობილი შეხვედრის შემდეგ ჰქონია თუ არა მასთან რაიმე კონტაქტი, ან გზავნილი მიუღია თუ არა.

“მე არ ვაფასებ გიორგი კვირიკაშვილის მოღვაწეობას, კარგი პრემიერი იყო თუ ცუდი. ეს ყველამ ცალ-ცალკე სეაფასოს, მაგრამ ის არის ერთ-ერთი წესიერი კაცი, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანი, კარგი მეგობარი და მამა. ხაზი მინდა გავუსვა და ეს მინდა გაიგოს ივანიშვილმა, როდესაც ხელისუფლებაში იყო არასდროს გადაბრუნებული სიტყვა არ უთქვამს არც ივანიშვილზე და არც პარტიის შექმნაზე. ეს არის მნიშვნელოვანი. იმიტომ, რომ არსებობს კაცობა და არსებობს სამართალი. აქვე უნდა ვთქვა, რომ არავის ეგონოს, ივანიშვილს არ ვუფასებ იმ ღვაწლს, რაც მას ქვეყნის შინაშე აქვს გაკეთებული. მთელი სერიოზულობით ვლაპარაკობ, უმადურობა ცუდი რამეა. დღეს ასეა, რომ თუ ვინმეს ეჭიდავები, ან მასთან დისკუსიაში ხარ, ეს უნდა დაივიწყო. ამ კაცს ძალიან ბევრი რამე აქვს გაკეთებული. ის, რა სისტემაც მან შექმნა ეს მიუღებელია”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად