ხაზარაძე კვესიტაძეს: ჯიმი მინდა დავაწყნარო, ჯიმის გადასარჩენი არაფერი მჭირს!

“ისე მეკითხები, თითქოს არ იცოდე, წინა ხელისუფლების დროს პირდაპირ ბიზნესის “ახევა” იყო” – ასე უპასუხა მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ტვ მთავარის მფლობელს, ყოფილ პროკურორს, ნიკა გვარამიას.

“მაშინ გარჩევები კი არ იყო, პირდაპირ ბიზნესების ახევა იყო“, – ასე უპასუხა ხაზარაძემ  კითხვას – ახსენდება თუ არა მას წინა ხელისუფლების პერიოდში ისეთი ე.წ. „გარჩევები“, როგორიც ბიძინა ივანიშვილის სასახლეში იმართება ვანო ჩხარტიშვილის მონაწილეობით.

ახევა“ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცა თმობდა ბიზნესს… ისეთ კითხვას მაძლევ ახლა, თითქოს ეს არ იცოდი“, – მიმართა ხაზარაძემ რეპლიკით გადაცემის წამყვან ნიკა გვარამიას.

ამის შემდეგ მამუკა ხაზარაძესთან კითხვით გადავიდა მეორე წამყვანი, ეკა კვესიტაძე, რომელმაც ციტატა მოუყვანა რადიოთავისუფლების მიმომხილველის სტატიიდან:

ეკა კვესიტაძე: ჯიმი რეხვიაშვილმა ასეთი რამ დაწერა…

მამუკა ხაზარაძე: ვინ არის ჯიმი რეხვიაშვილი?

ეკა კვესიტაძე: რადიოთავისუფლების მიმომხილველი საუკეთესო პოლიტიკური მიმომხილველი… და დაწერა ასეთი რამ: “ჩვენ უნდა გადავარჩინოთ მამუკა ხაზარაძე, თუ მამუკა ხაზარაძემ უნდა გადაგვარჩინოს ჩვენ?!

მამუკა ხაზარაძე: ჯიმი მინდა დავაწყნარო, რომ ჯიმის გადასარჩენი არაფერი არ მჭირს…

ნიკა გვარამია: არასწორი პასუხია…ჩვენ ბიძინა ივანიშვილისგან დიდი სიამოვნებით გადაგარჩენთ… ეს არის ლამაზად დაწერილი…

მამუკა ხაზარაძე: მეც ლამაზად გპასუხობთ, სანამ იმაზე ლაპარაკი არ დასრულდება, რომ ვიღაც მოვა და გადაგვარჩენს, ეს პოსტსაბჭოთა მენტალობა სანამ არ დასრულდება, მანამდე არაფერი გვეშველება.

ნიკა გვარამია: ციხეში ჩასაჯდომად მზად ხართ?

მამუკა ხაზარიძე: კი ბატონო, მზად ვარ, მაგრამ ვერ დაგვიჭერენ! ისეთი აბსურდია საქმეში! და თუ აბსურდისთვის დამიჭერენ, მზად ვარ ციხისთვისაც და ციმბირისთვისაც

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად