ხაზარაძე: კუბილიუსთან გვქონდა საუბარი, ითხოვენ, მოხდეს ამ ადამიანების ციხიდან გამოშვება, ისე ქვეყანა დახმარებას ვერ მიიღებს

კუბილიუსთან გვქონდა საუბარი დღეს და პირდაპირი მიდის საუბარი, რომ თუ არ მოხდა ამ ადამიანების ციხიდან გამოშვება, ქვეყანა ვერ მიიღებს დახმარებას, – ამის შესახებ “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “რეაქცია” განაცხადა.

“საერთაშორისო მასშტაბით ნდობა აქვს დაკარგული “ქართულ ოცნებას”. დღეს ანდრიუს კუბილიუსთან გვქონდა საუბარი მე და ბადრი ჯაფარიძეს. იქ იყო საუბარი იმ დახმარებაზე, რომელიც ევროკავშირმა უნდა გამოუყოს ქვეყანას. ისინი კატეგორიულად ითხოვენ 8 მარტის შეთანხმების შესრულებას. პირდაპირი მიდის საუბარი, რომ თუ არ მოხდა ამ ადამიანების ციხიდან გამოშვება, ქვეყანა ვერ მიიღებს დახმარებას. ჩვენ ვუთხარით, რომ ეს არ იქნება სამართლიანი, რადგან ქართველი ხალხი არ არის “ოცნების” მართველობა.

მან ჩვენთანაც ახსენა იანუკოვიჩის გზა და თქვა, რომ ასეთი სცენარით მიმდინარეობს საქართველოში პროცესი. ლიტვა ხომ ჩვენი მეგობარი ქვეყანაა და გული შესტკივათ ჩვენზე”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად