ხაზარაძე: ხელისუფლებაში მოსვლიდან 6 თვეში დემონტაჟს გავუკეთებთ ივანიშვილის სასამართლოს

ამის შესახებ, პოლიტიკური გაერთიანება “ლელოს” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“ჩვენი პოლიტიკური გაერთიანების “ლელოს” ერთერთი მთავარი მიზანი და უპირველესი ამოცანა იქნება, რომ ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლიდან, პირველ 6 თვეში დემონტაჟი გაუკეთდება ბიძინა ივანიშვილის სასამართლოს და პროკურატურას.

ეს ის სასამართლო და პროკურატურაა და ის პროკურორები და მოსამართლეები არიან, რომლებიც ივანიშვილმა სააკაშვილისგან გადმოიბარა და მოირგო და პოლიტიკური დავალებების შესასრულებლად იყენებს. ეს იქნება ნომერ პირველი ამოცანა ჩვენი პოლიტიკური ძალის. ”,-ამბობს ხაზარაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად