ხაზარაძე ხელისუფლებას: შექმენით გარანტია ბანკებისთვის, რომ ძველი კრედიტები გადაფინანსდეს ახალი კრედიტით

“მინდა შევთავაზო ხელისუფლებას, შექმენით გარანტია ბანკებისთვის, რომ ძველი კრედიტები გადაფინანსდეს ახალი კრედიტით. ამით ყველა ბანკს მოეხსნება სტრესი, სესხი სესხად დარჩება, მაგრამ იქნება ახალი სესხი, რომელსაც გადახდები უკვე მოგვიანებით მოუწევს”, – ამის შესახებ პარტია “ლელოს” დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძე “გიორგი თარგამაძის ფორმულაში” განაცხადა.

“ჩვენ ამ კრიზს გადავივლით, გადავივლით არჩევნებს, ამ სტრესს მოვუხსნით ხალხს. ლარს ეს სტრესი მოეხსნება, არავინ არაფერს არ აგებს, შედეგად არც სახელმწიფო დაზარალდება და არც მოქალაქეები.

უნდა მოხდეს ახალი სესხის ძველი ფულით ჩანაცვლება, ახალი ისტორიის დაწყება, ეკონომიკა ამოისუნთქებს, ბანკებს მოეხსნებათ რეზერვი, რომელიც უზარმაზარ ზარალში მიდის და ბანკების ზარალი პირდაპირპროპორციულია ქვეყნის ეკონომიკურ ნგრევასთან”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად