ხაზარაძე : “ლელო საქართველოსთვის” ნებისმიერი საარჩევნო სისტემით გამარჯვების შედეგს დადებს!

“მინდა ვუთხრა ხელისუფლებას და ამომრჩეველს, “ლელო საქართველოსთვის” ნებისმიერი საარჩევნო სისტემის პირობებში გამარჯვების შედეგს დადებს”-ამის შესახებ, პოლიტიკური მოძრაობის “ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

პოლიტიკური მოძრაობის “ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის განმარტებით, მისი პარტია ხელისუფლებას ნებისმიერი საარჩევნო სისტემით დაამარცხებს.

“სულ რამდენიმე დღე დარჩა საბოლოო გადაწყვეტილებამდე, თუ ხელისუფლებას უნდა დესტაბილიზაცია, მაშინ არაფერი არ უნდა შეცვალონ. დაველოდებით კიდევ ერთი კვირა და ამის შემდგომ დაიგეგმება მომავალი ნაბიჯები. მინდა ვუთხრა ხელისუფლებას და ამომრჩეველს, “ლელო საქართველოსთვის” ნებისმიერი საარჩევნო სისტემის პირობებში გამარჯვების შედეგს დადებს,” – აღნიშნა ხაზარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად