ხაზარაძე: ხელისუფლება “ოცნების” ხელმძღვანელობით, არის ორიენტირებული ჩრდილოეთ ვექტორზე

ამის შესახებ, პოლიტიკური მოძრაობის “ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

“ბოლო ერთი თვის განმავლობაში ეს არის კონგრესმენების მეორე განცხადება, იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რაც საქართველოში მიმდინარეობს და პრაქტიკულად, ეჭვქვეს აყენებს იმ სტრატეგიულ ურთიერთობას, რომელიც ბოლო 30 წელი, დიდი შრომის და ენერგიის შედეგად ჩამოყალიბდა აშშ-ს და საქართველოს შორის.

ეს შეფასება ეჭვქვეშ აყენებს იმ ეკონომიკურ ურთიერთეობებს, რომელიც ჩამოყალიბდა ჩვენს ქვეყნებს შორის და ნათლად მიანიშნებს, რომ ქვეყანა, დღევანდელი ხელისუფლება “ოცნების” ხელმძღვანელობით, არის ორიენტირებული ჩრდილოეთ ვექტორზე.

კონგრესმენების განცხადება მიმართულია გახარიასკენ და ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ ხელისუფლებამ შეწყვიტოს მტრული დამოკიდებულება ამერიკული კომპანიების მიმართ,”- განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე, პოლიტიკური მოძრაობის “ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, აშშ-ის კონგრესის რესპუბლიკელმა წევრმა მარკუეინ მალინმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას ღია წერილით მიმართა.

კონგრესმენი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ამერიკული კომპანიების მიმართ მტრული დამოკიდებულება შეწყვიტოს.

მალინი საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებისგან განგრძობადი გადახვევითა და ეკონომიკური გაუარესებით შეშფოთებულია.

“როგორც კონგრესის წევრი, გწერთ ჩემი მზარდი შეშფოთების გამო, რომელიც საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებისგან განგრძობად გადახვევასა და ამასთან დაკავშირებულ ეკონომიკურ გაუარესებას ეხება.

ამის გათვალისწინებით, მე ვუერთდები კონგრესში ჩემი კოლეგების, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თავმჯდომარებიის, ადამ კინზინგერისა და გარი კონოლის, 13 დეკემბრით დათარიღებულ წერილს თქვენს სახელზე, რომელიც დაპირებული დემოკრატიული რეფორმის ჩაგდების გადაწყვეტილებაზე გამოთქმულ წუხილსა და ამასთან დაკავშირებული პროტესტის წინააღმდეგ გამოყენებულ ძალადობაზე შეშფოთებას ეხებოდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად