ხაზარაძე: კარგად უნდა იქნას ნანახი “პროგრეს ბანკის” საკითხი, სადაც ივანიშვილის პარტნიორი გახლავთ ფულის გათეთრებაში ცნობილი პიროვნება

ამის შესახებ „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„უნდა იქნას კარგად ნანახი ეროვნულ ბანკში „პროგრეს ბანკი“ საკითხი. სადაც ბიძინა ივანიშვილის პარტნიორი გახლავთ გავრილოვი, ფულის გათეთრებაში ცნობილი პიროვნება, რომელსაც 2 ბანკი დაუხურეს რუსეთში და აუკრძალეს ძალიან ბევრ ქვეყანაში შესვლაც კი. აი, ეს თემები უნდა იქნას წამოწეული.
მე ვფიქრობ, რომ ყველა ის თანხები, რომელიც შემოდის პანამიდან, რომლის წარმომავლობა უცნობია, ყველაფერი იქნება შესწავლილი და მე მგონი საზოგადოებისთვის ადრე თუ გვიან გახდება ცნობილი.

ცნობისთვის, სახელმწიფო დეპარტამენტმა 2020 წლის 13 იანვარს გამოაქვეყნა გადაწყვეტილება, სადაც აღნიშნულია, რომ სანქციები დაუწესდა მოლდოვის ყოფილ ჩინოვნიკს და ოლიგარქს ვლადიმერ პლახოტნიუკს, ასევე მის ოჯახის წევრებს აეკრძალათ ამერიკაში ჩასვლა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად