ხაზარაძე ივანიშვილს: 9 წელი იყო სისხლიანი და მაგიტომ აგირჩიეთ, ახლა კი ქვეყანა დამუხრუჭებულია

9 წელი იყო სისხლიანი და მაგიტომ აგირჩიეთ, ახლა კი ქვეყანა დამუხრუჭებულია, – ამის შესახებ “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ გადაცემა “რეაქციაში” ბიძინა ივანიშვილის მისამართით განაცხადა.

“ეს რა შედარებაა, რომ 9 წელი იყო სისხლიანი და მუდმივად ამაზე ლაპარაკი. იყო ბატონო სისხლიანი და იმიტომ აგირჩიეთ თქვენ და იმიტომ ჩაგაბარეთ. ახლა გაჩერებული გაქვთ ეკონომიკა, გაჩერებულები გაქვთ ანაკლია და პრაქტიკულად მთელი ქვეყანა დამუხრუჭებული გაქვთ. მისი სტილი ასეთია, რომ მე პირობა დავდე შეგპირდით, მაგრამ მერე ქვემოთ ჰყავს ადამიანები, რომლებსაც ბრალდება ეს ყველაფერი. მსგავსი რამე მოხდა ანაკლიაზე, მსგავსი მოხდა პროპორციულ არჩევნებზე… ამას აკეთებს იმისთვის, რომ სუფთად გამოვიდეს. ვნახეთ მისი ეს სცენარი. მისი ამ თვითაღიარებით ყველაფერი გაიშიფრა და ნათელია.

მას უნდა, რომ კიდევ 10-15 წლის განმავლობაში აქ [ხელისუფლებაში] იყოს ძალიან მცირე მოსახლეობით და იყოს სასტუმროები და მომსახურე ამბავში ვიყოთ ყველანი გადასულები, იმისათვის, რომ მოვემსახუროთ ტურისტებს. ეს არის მისი კონცეფცია”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად