ხაზარაძე გვარამიას: რა სიტყვების მარაგი გაქვს?! ხომ იცი, რომ არ აგყვები მაგაში?!

“მე ბიძინა ივანიშვილთან კომინიკაცია დავამთავრე 2018 წლის მაისი თუ ივნისის თვე იქნებოდა. მაშინ მაკონტროლებელი ორგანოები არ იყო შემოსული ჯერ კიდევ. მე გავუგზავნე მას ტელეფონით შეტყობინება და ორჯერ არ მიპასუხა. მე თუ ადამიანი ორჯერ არ მპასუხობს, მერე აღარ ვწერ” – განაცხადა მოძრაობა” ლელოს” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ “კვირის აქცენტებში”

ნიკა გვარამიას კითხვაზე, რა შინაარსის შეტყობინება გაუგზავნა მას, მამუკა ხაზარაძემ უპასუხა: იმ შინაარსის, რომ მოვაწერე 400 მილიონ დოლარზე მეტის ხელშეკრულებას ხელი…

ნიკა გვარამია: ახარეთ და გეგონათ გაეხარდებოდა? რატომ მიწერეთ, “პახანია” ბიძინა ივანიშვილი? ამ წუთებში ვინაა ბიძინა ივანიშვილი?

მამუკა ხაზარაძე: რა სიტყვების მარაგია?!

ნიკა გვარამია: თქვენც ხომ იცით ეგ სიტყვა ჩემზე უკეთ?!

მამუკა ხაზარაძე: შენ შენი ლექსიკონი გაქვს, მე ჩემი ლექსიკონი მაქვს, ხომ იცი, რომ არ აგყვები?

ნიკა გვარამია: დღეს რომ ივანიშვილის პრემიერმინისტრობის კანდიდატი გახდეთ, დათანხმდებით?

ნიკა გვარამია: გამორიცხულია!

მამუკა ხაზარაძე: ამ ხნის განმავლობაში, ამ ერთი წლის განმავლობაში, ის კი არ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ წინააღმდეგ გაილაშქრა და რაღაც, რა.მენტალურად სხვადასხვა ადამიანები ვართ, მიხვდი?

მენტალურად ვართ სხვადასხვა ადამიანები. მისი მსოფლმხედველობა არის სხვა, ჩემი მსოფლმხედველობა არის სხვა. მისი ხედვა ჩვენი ქვეყნის არის სხვა, ჩემი ხედვა არის პრინციპულად სხვა.

ნიკა გვარამია: რას ნიშნავს?

მამუკა ხაზარაძე: პრინციპულად სხვა ხედვა მაქვს, რა

ნიკა გვარამია: თქვენ ახლა ეთანხმებით იმ მოსაზრებას, რომ ქვეყანა არის გაყოფილი პრორუსებად და დანარჩენებად?

მამუკა ხაზარაძე: კი, რა თქმა უნდა

ნიკა გვარამია: მაგალითად, ვინ არიან ივანიშვილის მოკავშირეები, თქვენი აზრით, ქართულ პოლიტიკაში, ხო შემოხვედით პოლიტიკაში?

მამუკა ხაზარაძე: ვინ არიან და აი, ამერიკის საელჩოსთან რო ჩაატარეს უზარმაზარი მიტინგი, ბურჯანაძე, ასავალ-დასავალი…

ნიკა გვარამია: ამ ხალხთან ოდესმე რაიმე აფილირება გქონიათ?

მამუკა ხაზარაძე: მე მეუბნები მაგას?

ნიკა გვარამია: ანუ გეკითხებით, კაცო

მამუკა ხაზარაძე: მე მინდა, რომ თუ იქნება შანსი ამ ადამიანებს ყველას შევხვდები

ნიკა გვარამია: ირმა ინაშვილს რისთვის შეხვდებით?

მამუკა ხაზარაძე: თუ სურვილი ექნება ვინმეს, შევხვდები…პოლიტიკა ის არის, რომ ყველას უნდა მოუსმინო. ეს არ ნიშნავს ელემენტალურად… არა, ასეა, რა.

ნიკა გვარამია: ირმა ინაშვილს რაზე უნდა მოუსმინო. მაშინ ბიძინა ივანიშვილს რატო არ შეხვდები და არ მოუსმენ?

მამუკა ხაზარაძე: არა, ნიკა, მომისმინე, ბიძინა ივანიშვილთან გავარკვიე სიტუაცია და გავარკვიე და გითხარი, დამთავრდა. თუ ვინმეს, კიდე ვიმეორებ, რა, ექნება სურვილი ჩემთან შეხვედრის…

ნიკა გვარამია: ბიძინა ივანიშვილს გეუბნები, მაგალითად…

მამუკა ხაზარაძე: ბიძინა ივანიშვილს… შევხვდები

ნიკა გვარამია: და?

მამუკა ხაზარაძე: არაფერი, მოვუსმენ. და ვეტყვი ჩემ სათქმელს…

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად