ხაზარაძე: გავემიჯნებით და ხელს შევუშლით ყველანაირ რევოლუციურ სცენარს და დესტაბილიზაციას

მოძრაობა „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ გაემიჯნებიან ყველანაირ სცენარს, რომელიც ძალადობისკენ იქნება მიმართული. ამის შესახებ მოძრაობის ლიდერმა, აჭარის ტელევიზიის გადაცემა „მთავარი აჭარაში“, წამყვანის კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.

“კატეგორიულად ვაფიქსირებ ჩემი და ჩემი თანაგუნდელების პოზიციას, რომ გავემიჯნებით და ხელს შევუშლით ყველანაირ რევოლუციურ სცენარს და დესტაბილიზაციას ქვეყანაში. საქართველოს სჭირდება მშვიდობა, პერსპექტივა. ერთმანეთის ჯიბრზე და ქვეყნის ინტერესების ხარჯზე რაღაცეები არ უნდა მოხდეს“,-აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

ამავე გადაცემაში, ხაზარაძემ გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დროებითი მთავრობის შექმნის საკითხთან დაკავშირებითაც ისაუბრა და მას არასერიოზული უწოდა. ჟურნალისტის კითხვაზე, „ლელო“ დროებითი მთავრობის შექმნაში, აპირებს თუ არა რაიმე ფორმით მონაწილეობას? მამუკა ხაზარაძემ უპასუხა:

„სიმართლე გითხრათ იურიდიულად ვერ ვხედავ მექანიზმს რას ნიშნავს დროებითი მთავრობა და როგორ უნდა ჩამოყალიბდეს ის. ამ სცენარს სერიოზულად ვერ ვუყურებ. შესაბამისად ჩვენ არ უნდა გამოვიდეთ არსებული კანონმდებლობიდან“,-განაცხადა ხაზარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად