ხაზარაძე: გარდა პროპორციული სისტემისა, სხვა თანხვედრა “ლელოს” ოპოზიციურ პარტიებთან არ გაგვაჩნია

მოძრაობა „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე ამბობს, რომ გარდა ერთი მიზნისა, შეიცვალოს არსებული საარჩევნო სისტემა, მას და მის მიერ დაფუძნებულ მოძრაობა „ლელოს“, ოპოზიციის გაერთიანებასთან არანაირი საერთო მიზანი არ აქვთ. ხაზარაძე ამბობს, რომ ოპოზიციის გაერთიანებაში არიან ისეთი პარტიები, ვის იდეებსაც მისი მოძრაობა ვერ გაიზიარებს. მისივე თქმით, საარჩევნო სისტემის შეცვლის თეორიული შანსი, ჯერ კიდევ არსებობს.

„პროპორციული არჩევნების ჩატარების უფლება ”ქართულმა ოცნებამ” და ბიძინა ივანიშვილმა წაართვა ქართველ ხალხს. წაართვა არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების უფლება. ვაპროტესტებთ ამ კანონის ჩაგდებას და ეს პროტესტი სხვა ოპოზიციური პარტიების მოთხოვნებს ემთხვევა. მოვითხოვთ ქართულ პოლიტიკაში, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე დაბრუნების უფლებას და ამის თეორიული შანსი ჯერ კიდევ არის. ჩვენ ვდგავართ იმ პროტესტის და ახალგაზრდების გვერდით, რომლებმაც მოიპოვეს პროპორციული არჩევნების უფლება.

ეს არ არის რომელიმე პარტიის თემა, ეს არის სრულიად საქართველოს ხვალინდელი დღე. სხვა თანხვედრა ”ლელოს” ოპოზიციურ პარტიებთან არ გაგვაჩნია. იქ ისეთი მრავალნაირი სპექტრია, არიან ისეთები, ვის იდეებსაც ვერ გავიზიარებთ. ამ ერთ საკითხში ვთანხმდებით ყველა- საზოგადოება და პარტიები”, – განაცხადა აჭარის ტელევიზიის ეთერში მამუკა ხაზარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად