ხაზარაძე: გახარიას პრემიერობის პირობებში ანაკლიის პროექტის განვითარების პერსპექტივას ვერ ვხედავ

ამის შესახებ, თიბისი ჯგუფისა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ტელეკომპანია პირველის ეთერში განაცხადა

“მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, მე გიორგი გახარიას პრემიერობის პირობებში ვერანაირ პერსპექტივას ვერ ვხედავ ანაკლიის განვითარების. დღეს დოიჩე ველემ გამოაქვეყნა სტატია, სადაც მას უწოდა “მოსკოვის კაცი” და მე ამ შეფასებას სრულად ვიზიარებ.

ყოველ შეხვედრაზე, რაც კი მე მასთან მქონია, ის ანაკლიის განვითარების წინააღმდეგი იყო. ეს ყოველთვის სხვა და სხვა შეფარული მიზეზით ხდებოდა, ხან კომერციული თვალსაზრისით ამბობდა, რომ “ანაკლია არ ვარგა” – მე შემიძლია ვთქვა, რომ მათ არ ესმით ქვეყნის პერსპექტივის განვითარება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...