ხაზარაძე: გახარიამ სასამართლო წესით უნდა დაამტკიცოს, რომ არ გამოუგზავნია წერილი

ამგვარად გამოეხმაურა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე შს მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებას, რომ მას ბიზნესმენისთვის წერილი არ გაუგზავნია.

“ღმერთმა დამიფაროს, რომ ვიღაცას ცილი დავწამო, რა ინტერესი უნდა იყოს. მე არც პოლიტიკოსი ვარ, არც დაინტერესებული მხარე ვარ, რომ რაღაც თანამდებობა მინდოდეს ვიღაცის და ინტრიგებში ვიყო ჩართული, ეს გამორიცხულია..

როცა შენ ხარ ინტერესის ობიექტი, გაქვს შენი პრინციპები და ვიღაცა შენ ცილს გწამებს, რაც არ უნდა დაუხვეწავი იყოს კანონმდებლობა, შენ სასამართლო პირობებით უნდა დაასაბუთო და დაიცვა შენი თავი. არსებობს მუნდირის ღირსება და ამ მუნდირის ღირსების დაცვა თუ უნდათ…იმიტომ, რომ ისე გამოვიდა, რომ მას(გიორგი გახარიას) წერილი არ გამოუგზავნია და მე ვცრუობ, ამიტომ ეს მუნდირის ღირსება უნდა დაიცვას სასამართლოში. მას თუ უნდა, რომ ეს საქმე ბოლომდე მივიდეს, სასამართლო წესით უნდა დაამტკიცოს, რომ არ გამოუგზავნია. მე სატელევიზიო კინკლაობას აღარ ვაპირებ, დანარჩენი თვითონ გადაწყვტიონ“,- აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად