ხაზარაძე: “გახარია არ არის ის ფიგურა ჩემთვის, ასე ხელაღებით თქვას, რომ “ტვპირველი” გააჩერე”

ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ გადაცემა რეაქციაში განაცხადა. 

“ასეთ ქმედებას ბიძინა ივანიშვილის გარეშე, მიუხედავად იმისა რომ არ ვარღვევ პრეზუმციას, ეჭვს გამოვთქვამ რომ ასეთი ქმედება ბიძინა ივანიშვილის გარეშე არ ხდება ამ ქვეყანაში.

შესაბამისად მე იმას კი არ ვამბობ, გახარიამ დაწერა, გახარიამ დაბეჭდა, გახარიამ რომ გადმოგვცა ამას გიდასტურებთ და ამას დაგიმტკიცებთ ფაქტებით.

მე არ ვიცი  მის კაბინეტში მოხდა თუ ერთად მოიფიქრეს. გახარია არ არის ის ფიგურა ჩემთვის, ასე ხელაღებით თქვას, რომ “ტვპირველი” გააჩერე, “არტარეა” გააჩერე, თუ ამას არ იზამთ… მინიმუმ შეთანხმებული ექნებოდა. ან მინიმუმ ვიღაცას ნაკარნახევი ექნებოდა, რომ გააკეთე ან ვიღაცის დაწერილია ეს და გახარიას უთხრეს, შენ გადაეცი”, – განაცხადა მამუკა ხაზარაძე.

ცნობისთვის, გუშინ მამუკა ხაზარაძემ პროკურატურას წერილი დედანი გადასცა. დღეს კი პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომ ხაზარაძის წარმოდგენილ “მუქარის წერილის დედანზე” რთულია დაქტილოსკოპიური კვლევის ჩატარება, რადგან ის პირთა განუსაზღვრელი წრისთვის ფიზიკურად იყო ხელმისაწვდომი

შეგახსენებთ,  2019 წლის 24 ივლისს პროკურატურამ 16 754 000 დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე “თიბისი” ბანკის დამფუძნებლებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარუდგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ კი ორივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახედ 700 000 – 700 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

შეგახსენებთ, დაახლოებით 9 თვის წინ, 2019 წლის 14 თებერვალს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა  მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევაზე განცხადება გაავრცელა.

რამდენიმე დღეში კი „TBC ბანკმა“ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია რომ  ბანკის დამფუძნებელი აქციონერები არ იქნებიან წარმოდგენილი /თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში

აღნიშნული განცხადებების  შემდეგ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე საკანონმდებლო ორგანოში მივიდნენ.

2019 წლის 4 მარტს პარლამენტში გამართულ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე თიბისი ბანკის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების წინ შს მინისტრის გიორგი გახარიასგან მუქარის შემცველი წერილი მიიღო.

განცხადების გაკეთებიდან მეორე დღესვე მამუკა ხაზარაძე პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოიკითხა.

ხაზარაძემ გამოკითხვის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა, რომ მას წერილი შუამავალმა გადასცა, რომლის ასლი მოსამართლესაც წარუდგინა.

ასევე ხაზარაძემ აღნიშნა, რომ “თიბის ბანკის” ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრებს  მაშინ, „როცა იქნება საგამოძიებო ორგანო შექმნილი და რეაგირების და გამოძიების საშუალება იქნება“.

წერილის გაგზავნის ფაქტს  შს მინისტრი გიორგი გახარია უარყოფს და აცხადეს: მე წერილებს არ ვწერ, მე სათქმელს ყველას პირში ვეუბნები  ხაზარაძე კი აცხადეს: შინაგან საქმეთა მინისტრმა სასამართლო წესით უნდა დაამტკიცოს, რომ არ გამოუგზავნია წერილი

პროკურორმა კი განაცხადა, რომ მამუკა ხაზარაძემ წარმოადგინა ჩვეულებრივი წერილი, რომლის შედგენა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია

„აიპრესთან“ მამუკა ხაზარაძის ადვოკატი ზვიად კორძაძე აცხადებს, რომ წერილი, რომელიც ხაზარაძეს გადასცეს, ხელნაწერი არ იყო, დაბეჭდილი იყოასევე 2019 წლის 6 მარტს აღნიშნა რომ წერილი ექსპერტიზაზე გაგზავნილია უცხოეთში.

2019 წლის 9 ივლისს TBC ბანკის დამფუძნებელმა  მამუკა ხაზარაძე  სოციალური ქსელით გაავრცელა განცხადება, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად