ხაზარაძე: ეს სისტემა არის ძალადობრივი, არ შეცვლილა საბჭოთა კავშირის დროიდან

ამის შესახებ, პოლიტიკური მოძრაობა “ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან გამაცხადა.

პოლიტიკური მოძრაობის “ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ არსებული სისტემა არის ძალადობრივი, რომელიც საბჭოთა კავშირის დროიდან არ შეცვლილა.

” ეს სისტემა არის ძალადობრივი, ამ სისტემაში არაფერი არ შეცვლილა, არ შეცვლილა საბჭოთა კავშირის დროიდან, არ შეცვლილა წინა ხელისუფლების დროიდან და არ შეცვლილა ამ ხელისუფლებაში. ეს არის გადაბარებული მემკვიდრეობა, რომელიც უნდა დამთავრდეს,” – აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად