ხაზარაძე: ბოლო რამდენიმე წელია, ივანიშვილის ხელმძღვანელობით ქვეყნის ნგრევის პროცესი დაიწყო

ამის შესახებ, საზოგადოებრივ მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ “მთავარ არხთან” საუბრისას განაცხადა.

“ბოლო რამდენიმე წელია რაც ქვეყნის დანგრევის პროცესი დაიწყო, “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარისა ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით.

დანგრევაში ვგულისხმობ ინსტიტუტების მითვისებას, მიდის სერიოზული შეტევა საპატრიარქოზე, უწმიდესზე, იმისთვის რომ ყველაზე ნდობით აღჭურვლი ინსტიტუცია მოაქციონ ზეგავლენის ქვეშ. ეს არ გამოუვათ! რადგან ამის უკან დგას რუსული რბილი ძალა. ჩვენი ამომრჩეველი ამას არ დაუშვებს.’,-ამბობს მამუკა ხაზარაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად