ხაზარაძე: არ გამოვრიცხავ, რომ 20 ივნისის მსგავსი რამ კვლავ მოხდეს

დღეს მოძრაობა “ლელო” აქციას გამართავს. როგორც მოძრაობის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე “ტვ პირველთან” აცხადებს, პროტესტი მოხდება კანონის ფარგლებში და პროვოკაციის საშუალება არავის არ მიეცემა.

“ჩვენ, მოძრაობა ლელო, ვემხრობით ძალიან მასშტაბურ საპროტესტო აქციებს, მხოლოდ და მხოლოდ კანონის ფრაგლებში. ჩვენ არცერთი მხრიდან, არავის არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ მოხდეს პროვოკაცია.

მე არაფერს არ გამოვრიცხავ. ის რაც ჩვენ ვიხილეთ 20 ივნისს, მე არ გამოვრიცხავ რომ მსგავსი რამ მოხდეს. ამიტომ ყველას მოვუწოდებს, რომ ეს უნდა იყოს მძლავრი საპროტესტო აქცია. უნდა მივეჩვიოთ ადამიანები, რომ ხმას მივცეთ ყველაზე დიდი დატვირთვა”, – განაცხადა ხაზარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად