ხაზარაძე: ანაკლიის პორტის პროექტი გაჩერდა იმის გამო, რომ სახელმწიფომ 4 ბანკზე არ გასცა 50 მილიონის გარანტია

ამის შესახებ „ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ანაკლიის პროექტი გაჩერება მოხდა მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ სახელმწიფომ 4 ბანკს, რომელთანაც ხელი გვაქვს მოწერილი 400 მილიონ დოლარზე, არ გასცა 50 მილიონი გარანტია.
ნახევარ მილიარდ ვალს ვიღებთ და ვდებთ პროექტში, რომელითაც ვაძლევთ კომფორტულად ტანკების შემოსვლის ახალ შესაძლებლობას რუსეთს. იმ ქვეყანას, რომლსაც ჩენი ქვეყნის 20 % აქვს ოკუპირებული, ეს არის ჩვენი სახელწმიფოს პოლიტიკა, რომ მთელი ვექტორი წავიდეს რუსეთისკენ და რუსეთზე დამონებული მთავრობა აკეთებს ამ პროექტს“ – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად