ხაზარაძე: ანაკლია ბოლო კარიბჭე იქნება აზია-ევროპას შორის, რომელიც დიდი ოდენობით ტვირთს გაატარებს

ანაკლია ბოლო კარიბჭე იქნება აზიასა და ევროპას შორის, რომელსაც საკმაოდ დიდი რაოდენობის ტვირთების გატარება შეეძლება,-ამის შესახებ "თიბისი" ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში ჟურნალისტებთან საუბრისას მან ასევე აღნიშნა, რომ კონსულტანტების გარანტიით, ანაკლიის პორტი პირველ ტვირთს 2 წელიწადში მიიღებს.

"დღეს ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა მოაწერა ორ ხელშეკრულებას ხელი, ეს არის აზერბაიჯანის სავაჭრო პორტი და ყაზახეთის საზღვაო პორტი. ჩვენ უნდა ვესმოდეს, რომ ერთი სარტყელი, ერთი გზის ინიციატივა ეს არ არის მხოლოდ ხელშეკრულება, ეს არის ტარიფები და ეს არის შესაძლებლობა ჰაბების შექმნისთვის, სადაც ტვირთი თავს მოიყრის იმიტომ, რომ ამ ლოჯისტიკას აქვს თავისი სპეციფიკა. იგი მიდის იქ, სადაც არის კარგი, მარტივი მომსახურება, დაბალი ტარიფები და რაც ყველაზე მთავარია, სწრაფი გადაადგილება. ამიტომ, ჩვენ დღეს უკვე ამ ინფრასტრუქტურას ვქმნით, გუშინ გვქონდა შეხვედრა საკმაოდ მნიშველოვანი "კონტანცას" პორტთან იმიტომ, რომ ანაკლია იქნება ბოლო კარიბჭე აზიასა და ევროპას შორის, რომელსაც შეეძლება გაატაროს საკმაოდ დიდი რაოდენობის ტვირთები და შესაბამისად, ევროპის მხრიდან ჩვენი პარტნიორები არიან იგივე "კონსტანტას" პორტი", "ოდესა", "ბურგასი".

ყველა ამ პორტთან ჩვენ დაწყებული გვაქვს მოლაპარაკება. ვაპირებთ ხელშეკრულების გაფორმებას, ტარიფების დადგენას და ასე შემდეგ. პარალელურად, მინდა გითხრათ, რომ სულ რამდეიმე დღეა დავბრუნდი ჩინეთიდან, სადაც მქონდა საკმაოდ მნიშვნელოვანი მოლაპარაკება ჩინეთის წამყვან კომპანიებთან. ახლოეს ხანებში ჩვენ ძალიან კარგი ინფორმაციით წარვდგებით საზოგადოების წინაშე. თქვე გახსოვთ, რომ ჩვენი ამ ინიციატივის, ამ პროექტის შინააარსი იყო ის, რომ ევროპის, საქართველოს და ჩინეთის კონსორციუმი შეგვექმნა და უკვე დღეს დილით მოვაწერეთ ხელი ერთ-ერთ დიდ ჩინურ კომპანიასთან. ორ დღეში ვაწერთ კიდევ ერთ-ერთ ჩინურ კომპანიასთა ხელს, რომლებიც დაიწყებენ საკმაოდ ღრმად პროექტის შესწავლას და უახლოეს ხანებში ძალიან საინტერესო ხელშეკრულებით დავასრულებთ.

მოგეხსენებათ, რომ დღეს ჩინეთი რამდენიმე გზას იყნეებს. ერთ-ერთი გზა არის საზღვაო. მაგალითისთვის, გეტყვით, რომ შანხაიდან როტერდამამდე კოტეინერს სჭირდება 45 დღე ან მეორე გზა არსებობს რუსეთის გავლით. საქართველოს გზა ანუ შუა დერეფანი ყველაზე კონკურენტუნარიანია. რა თქმა უნდა, ტარიფებს კიდევ სჭირდება დაწევა, მაგრამ ეს არის შემდგომი მოლაპარაკებების თემა სხვადასხვა ქვენების რკინიგზებთან, მაგრამ თვითონ ის ფაქტი, რო საქართველოს შავ ზღვამდე ცენტარლური ჩინეთიდან 8დღეში ჩამოდის ტვირთი რკინიგზით და შემდეგ გვჭირდება ერთი კვირა, რომ ეს ტვირთი ევროპაში მოვახვედროთ, 45 დღესთან დაპირისპირებული შეთანხმება ნიშნავს ძალიან დიდ შეღავათს, განსაკუთრებით სწრაფად მოძრავი ტვირთებისთვის და რაც ყველაზე მთავარია, ათობით მილიარდობით თანხის ამოღება შეიძლება ბრუნვიდან იმიტომ, რომ მწარმოებელი ძალიან სწრაფად ახდენს ტვირთის მიწოდებას ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.

ეს არის ჩვენი კონკურენუნარიანი უპირატესობა და რაც მთავარია, ღრმაწყლოვანი პორტი და მის უკან ქალაქი ანაკლია, რომელიც ასევე შესაძლებლობას მისცემს ის აქტივი, რომელიც საქრთველომ უკვე მოიპოვა თავისუფალი ვაჭრობით. მისი მატერიალიზაცი უნდა მოახდინონ, აწარმოონ თავიანთი პროდუქცია საქართველოში, კონკრეტულად კი ანაკლიაში იმიტომ, რომ კიდევ მეორე უპირატესობაა, რამეთუ პორტის სიახლოვე იძლევა ამის საშუალებას… ჩვენ გვინდა, რომ პირველი ტვირთი მივიღოთ ორ წელიწადში. ჩვენი კონსულტანტები გვაძლევენ იმის გარანტიას, რომ პირველ ტვირთს მივიღებთ ორ წელიწადში, მთლიანად პორტი სამ წელიწადში დასრულდება",-განაცხადა ხაზარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად