ხაზარაძე: ამ ქვეყნის გამოსავალი ვადამდელ არჩევნებშია, სხვანაირად პარლამენტში შესვლის პერსპექტივას ვერ ვხედავთ

მამუკა ხაზარაძე: “ამ ქვეყნის გამოსავალი და გადატვირთვა არის ვადამდელ არჩევნებში, ჩვენ სხვანაირად ვერ ვხედავთ იმ პერსპექტივას, რომ დავბრუნდეთ პარლამენტში, ვითომ არაფერი მომხდარა.”

” ახლა ჩვენ და მედიატორი ვეძებთ გზებს, როგორ მივიდეთ ვადამდელ არჩევნებამდე, – ამის შესახებ „ლელოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ხაზარაძის თქმით, ოპოზიცია ელოდება, რომ მედიატორისგან ისეთ დოკუმენტს იხილავს, რომელიც მისაღები იქნება.

„ნიკა მელიასთან 40 ათასი ლარის პრობლემა არ არსებობს, სხვა პრობლემა დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე. ეს არის პოლიტიზირებული მართლმსაჯულება და ის პრინციპი, რომ ერთხელ და სამუდამოდ უნდა მორჩეს პოლიტიკური ვაჭრობა. აქ არის უზარმაზარი იურიდიული ლაფსუსი. ნიკა მელია უნდა იყოს გარეთ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...