ხაზარაძე ახალი მოძრაობის წევრებს: საქართველო საჭიროებს თქვენნაირი ადამიანების ერთობას, რომლებმაც შექმნეს წარმატების ისტორიები

მამუკა ხაძარაძემ ახალი მოძრაობის პრეზენტაცია ანაკლიაში გამართა. მისი თქმით, მის მოძრაობაში იქნებიან ისეთი ადამიანები, რომლებმაც თავიანთ სფეროში წარმატებას მიაღწიეს, ხაძარაძის თქმით, ქვეყანას ახლა სჭირდება ასეთი ადამიანების გაერთიანება.

“ჩვენ ვართ ადამიანები სხვადასხვა სფეროდან, პროფესიონალები, რომლებიც ჩვენს საქმიანობას ძალიან წარმატებით ვუძღვებოდით, ვქმნიდით სამუშაო ადგილებს, ვიხდიდით გადასახადებს. მაგრამ ჩვენ დღეს აქ შეგვკრიბა სულ სხვა რეალობამ, იმ რაელობამ რომ დღეს საქართველო დღეს განსაკუთრებით საჭიროებს იმ ადამიანების ერთობას, რომლებმაც ცალ-ცალკე სხვადასხვა სფეროში, თქვენნაირად [დამსწრე საზოგადოებას], შექმნეს წარმატების ისტორიები, ეს არის უმნიშვნელოვანესი.

სად აღმოვჩნდით, რატო ვართ ბოლო 30 წლის განმავლობაში ერთი წრის გარშემო, რატომ ვართ ამ მოჯადოვებულ წრეში?
საქართველომ ბევრი რამ დაკარგა ამ წლების განმვალობაში, დაკარგა საკუთარი ტერიტორიები, ვერ გაიმარჯვა ეკონომიკურ წინსვლაში, კარგავს ინვესტიციებს, კარგავს თავის ხალხს, რაც ყველაზე მთავარია”, – განაცხადა ხაზარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...