ხაზარაძე ახალ მთავრობაზე: ეს ძალოვანთა გაძლიერებაა არჩევნების წინ, რათა შეინარჩუნონ ხელისუფლება

ამის შესახებ, თიბისი ჯგუფისა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

” რაც შეეხება მთავრობას, მე თავად მინდა კითხვა დაგისვათ, რამე შეიცვალა ერთი წლის განმავლობაში? ასეთ ზარ-ზეიმი ვიხილეთ ერთი წლის წინაც, როდესაც დაინიშნა მისი წინა პრემიერ-მინისტრი.

რამე შეიცვალა? რამე კონცეპტუალურად ახალი შემოგვთავაზეს? ეს არის უბრალოდ ძალოვნების გაძლიერება მომავალი არჩევნებისთვის, იმისათვის, რომ შეინარჩუნონ ხელისუფლება. ასე არ გამოვა, იმიტომ რომ საქართველოში ყველაფერი შეიძლება შეინარჩუნო, მაგრამ ეს ვერ მოხდება, ადამიანთა თავისუფლების შეზღუდვის ხარჯზე,”- ამბობს მამუკა ხაზარაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...