ხაზარაძე: ადამიანს ღმერთმა მისცა 1 ხმა, რომელიც ტომარა კარტოფილში არ უნდა გაყიდოს

ამის შესახებ მოძრაობა “ლელოს” დამფუნებელმა მამუკა ხაზარაძემ “მთავარ არხს” განუცხადა, რომელიც პარლამენტთან მიმდებარე აქციაზე იმყოფება.

“ჩემი მთავარი სათქმელი არის ის, რომ დარჩა 1 წელი და ამ ერთი წლის განმავლობაში არჩევნებით უნდა გავისტუმროთ ბიძინა ივანიშვილი, პლუს ყველა მისი დამქაში.
ყველა მისი მოახლე, კბილის ექიმი, დაცვის უფროსი, ვინც მან თავზე წამოგვაჯინა დაუმსახურებლად. იმიტომ რომ ეს არის ფეოდალური ქვეყნისკენ მიმართული გზა. ქართველი კაცი ამას ვერ მოითმენს ვერასდროს, გამორიცხულია! ამიტომ, ბიძინა ივანიშვილი პლუს მთელი მთავრობა, პლუს გახარია და დანარჩენს აღარ ჩამოვთვლი, იმიტომ რომ სამარცხვინო მდგომარეობაში მიიყვანეს ქვეყანა. იმედი დაუკარგეს ხალხს და თავის უნიათობას აბრალებენ იმ ადამიანებს, ვინც ამ ქვეყანაში წარმატებს მიაღწია.
ამაზე მე ბევრს ვისაუბრებ, თემა უნდა იყოს მშვიდობიანად, ორგანიზებულად, ამ ახალგაზრდებთან ერთად ეს მთავრობა გავისტუმროთ სახლში. ეს არის ჩემი მთავარი სათქმელი.
ამ აქციის ყველაზე შედეგიანი ამბავი იქნება, ის რომ ადამიანებს უნდა ვუთხრათ, რომ ყველაზე დიდი რამ რაც მათ ღმერთმა მისცა, ეს არის 1 ხმა, რომელიც არასდროს არ უნდა გაყიდოს არცერთ ტომარა კარტოფილში. არცერთ 100 ლარში. ქართველი კაცი უნდა დადგეს ფეხზე და ღირსება და თავისუფლება უნდა დაიცვას“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად