ხაზარაძე: გპირდებით, 1 წელიწადში ბიძინა ივანიშვილი თავის პროკურორებიანად წავა დასასვენებლად

თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილს წერეთლის სარჩელი მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შესახებ და ე.წ. ფულის გათეთრების საქმე არსებითი განხილვისთვის სასამართლოს გადაეცა.

სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ ჟრნალისტებთან განაცხადა, რომ 1 წლის შემდეგ პარტია “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი აუცლებლად წავა დასასვენებლად.

„ეს არის აბსურდის ტოლფასი. ამიტომ კომენტარიც არა მინდა ამ თემაზე გავაკეთო.  სამწუხაროა რომ ასეთ სისტემაში ვარ. მე შეგპირდით ყველას, ამ სისტემას აუცილებლად შევცვლით.

ვერანაირად ახსნეს, სად მოხდა ფულის გათეთრება. როცა საბანკო ოპერაციები ხორციელდება, მაშინ პასუხისმგებლობით ვამბობ, რასაც ისინი ამტკიცებენ, ეს ნიშნავს, რომ საქართველოში გადარიცხვა, კონვერტაცია, საკრედიტო ხელშეკრულებები უნდა აიკრძალოს და დაიხუროს საფინანსო ოპერაციები. რასაც ამტკიცებენ აბსურდის ტოლფასია. სამწუხაროა, რომ ასეთ სისტემაში ვართ. დაგპირდით ყველას, რომ ამ სისტემას აუცილებლად შევცვლი ერთ წელიწადში, ბიძინა ივანიშვილი თავისიპროკურორებიანად წავა დასასვენებლად და ამას მე შევასრულებ მეგობრებთან ერთად”,- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

ცნობისთვის, 2019 წლის 24 ივლისს პროკურატურამ 16 754 000 დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე “თიბისი” ბანკის დამფუძნებლებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარუდგინა. თბილისის საქალაქო სასამართლომ კი ორივე მათგანს აღკვეთის ღონისძიების სახედ 700 000 – 700 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

შეგახსენებთ, დაახლოებით 9 თვის წინ, 2019 წლის 14 თებერვალს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა  მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოდან გაწვევაზე განცხადება გაავრცელა.

რამდენიმე დღეში კი „TBC ბანკმა“ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია რომ  ბანკის დამფუძნებელი აქციონერები არ იქნებიან წარმოდგენილი /თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში

აღნიშნული განცხადებების  შემდეგ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე საკანონმდებლო ორგანოში მივიდნენ.

2019 წლის 4 მარტს პარლამენტში გამართულ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე თიბისი ბანკის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების წინ შს მინისტრის გიორგი გახარიასგან მუქარის შემცველი წერილი მიიღო.

განცხადების გაკეთებიდან მეორე დღესვე მამუკა ხაზარაძე პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოიკითხა.

ხაზარაძემ გამოკითხვის დასრულების შემდეგ მედიასთან განაცხადა, რომ მას წერილი შუამავალმა გადასცა, რომლის ასლი მოსამართლესაც წარუდგინა.

ასევე ხაზარაძემ აღნიშნა, რომ “თიბის ბანკის” ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრებს  მაშინ, „როცა იქნება საგამოძიებო ორგანო შექმნილი და რეაგირების და გამოძიების საშუალება იქნება“.

წერილის გაგზავნის ფაქტს  შს მინისტრი გიორგი გახარია უარყოფს და აცხადეს: მე წერილებს არ ვწერ, მე სათქმელს ყველას პირში ვეუბნები  ხაზარაძე კი აცხადეს: შინაგან საქმეთა მინისტრმა სასამართლო წესით უნდა დაამტკიცოს, რომ არ გამოუგზავნია წერილი

პროკურორმა კი განაცხადა, რომ მამუკა ხაზარაძემ წარმოადგინა ჩვეულებრივი წერილი, რომლის შედგენა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია

„აიპრესთან“ მამუკა ხაზარაძის ადვოკატი ზვიად კორძაძე აცხადებს, რომ წერილი, რომელიც ხაზარაძეს გადასცეს, ხელნაწერი არ იყო, დაბეჭდილი იყოასევე 2019 წლის 6 მარტს აღნიშნა რომ წერილი ექსპერტიზაზე გაგზავნილია უცხოეთში.

2019 წლის 9 ივლისს TBC ბანკის დამფუძნებელმა  მამუკა ხაზარაძე  სოციალური ქსელით გაავრცელა განცხადება, რომ მიმდინარე წლის სექტემბერში ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს

2019 წლის 21 ოტტომბერს,  მამუკა ხაზარაძემ წერილთან დაკავშირებით ლონდონიდან ჩამოსული ექსპერტიზის პასუხი მთავარ პროკურატურაში მიიტანა.

მეორე დღეს კი პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია: ხაზარაძის წარმოდგენილ “მუქარის წერილის დედანზე” რთულია დაქტილოსკოპიური კვლევის ჩატარება, რადგან ის პირთა განუსაზღვრელი წრისთვის ფიზიკურად იყო ხელმისაწვდომი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად