ხატიაშვილი:”იბერიის” საქმის დამთავრებას უფრო ცოტა დრო უნდა, ვიდრე “რ 2“-ის 1 თვეში განხილვას

„პოლიტიკური ნება როცა არის, „იბერიის“ საქმის დამთავრებას უფრო ნაკლები დრო სჭირდება, ვიდრე "რუსთავი 2"-ის საქმის ერთ თვეში განხილვას“, – ამის შესახებ ადვოკატთა ასოციაციის ყოფილმა თავმჯდომარემ, უფლებადამცველმა ზაზა ხატიაშვილმა „ტვ იბერიის“ ეთერში განაცხადა.

„პოლიტიკური ნება როცა არის, ამ საქმის დამთავრებას უფრო ნაკლები დრო სჭირდება, ვიდრე "რუსთავი2"-ის საქმეს, რომ ერთ თვეში განიხილო. ხომ?! ყოველდღე ნიშნავდნენ პროცესებს. როცა პოლიტიკური ნება არის, რომ განხილული იყოს სასამართლოს მიერ და კანონიერი გადაწყვეტილება იყოს გამოტანილი იმ საქმესთან მიმართებაში, რომელიც იყო სავიზიტო ბარათი სააკაშვილის რეჟიმისა, სამოქალაქო სექტორთან ურთიერთობაში. ამას სჭირდება მხოლოდ პოლიტიკური ნება.

სასამართლოში ვინ არიან ხალხნო: ისევ ის მურუსიძეები, ისევ ის ჩინჩალაძეები. შეიძლება დღეს მურუსიძე და ჩინჩალაძე წყვეტდნენ სასამრთლოს ბედს?! ამიტომ მივიღეთ ტრაგიკული სახელმწიფო, რომ მოხდა იმ ხალხის გაცოცხლება, რომლებმაც სავარაუდოდ, ჩაიდინა ის ვანდალური აქტი, რაც მოხდა იბერიაში 14 წლის უკან და ამიტომ რა გიკვირთ?! მე არაფერი არ მიკვრის ბიძინა ივანიშვილის ფეოდლური ხელისუფლებისაგან“, – განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

ცნობისთვის, ტელეკომპანია "იბერიის" დარბევიდან 14 წელი გავიდა. საქმე კი კვლავ გამოსაძიებელი რჩება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად