ხატიაშვილი: ლევან მურუსიძის უვადო მოსამართლედ გამწესება სისხლის სამართლის დანაშაული იქნება

იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. "ადვოკატთა ასოციაციის" თავმჯდომარე და მისი მხარდამჭერები, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები უმაღლესი საბჭოს მდივნის, ლევან მურუსიძის სააპელაციო სასამართლოში უვადოდ გამწესებას აპროტესტებენ. 

როგორც "აიპრესთან" "ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ზაზა ხატიაშვილმა განაცხადა, თუ ლევან მურუსიძე იუსტიციის საბჭომ სასამართლოში უვადოდ გაამწესა ეს სისხლის სამართის დანაშაული იქნება. 

"თუ ლევან მურუსიძე სასამართლოში უვადოდ გამწესდა ეს იქნება სისხლის სამართლის დანაშაული, რადგან როდესაც კანონში ცვლილება შედის, მას უნდა ჰქონდეს თანმდევი ცვლილება, რომ ეს კანონი გავრცელდეს კანონამდელ მიღებულ ურთიერთობაზე. თუ ლევან მურუსიძე და ეს იუსტიციის უმაღლესი საბჭო თავად მისცემს კანონს უკუძალას, კიდევ ერთ დანაშაულს ჩაიდენენ",- განაცხადა ხატიაშვილმა.

მისივე განმარტებით, ლევან მურუსიძის სასამართლოში უვადოდ გამწესების გადახედვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის, ევა გოცირიძის ინიციატივაა.

"ევა გოცირიძეს უნდა, რომ მას ვკითხოთ ჩვენ რას ვილაპარაკებთ. ალბათ, მალე გვეტყვის, რა უნდა ვჭამოთ და მას უნდა მოვუსმინოთ?",- აღნიშნა ხატიაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად