ხატია წილოსანმა და ზურაბ ნასარაიამ გურიაში მოცვისა და თხილის ბაღები მოინახულეს

კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის პარალელურად, რეგიონებში საგაზაფხულო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ხატია წილოსანმა, გურიის სახელმწიფო რწმუნებულ ზურაბ ნასარაიასთან, რწმუნებულის მოადგილე აკაკი შენგელიასა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მოცვისა და თხილის ბაღები მოინახულა.

შპს ბლუბერი ფარმი, რომელიც გასულ წელს დაარსდა აშენებს ლურჯი მოცვის პლანტაციას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიხაურში (50 ჰა ), საიდანაც დღეის მდგომარეობით ათვისებულია 21 ჰა და დარგულია ჯამში 67200 ნერგი. სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოდან მიღებული აქვთ გრანტი, ნერგები იმპორტირებულია პოლონეთიდან.
როგორც კომპანიის საველე მენეჯერმა ნიკოლოზ კურტანიძემ განმარტა მომავალ წელს იგეგმება პლანტაციის გაფართოება და შემნახველ-გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა. დასაქმებულია მუდმივად 12 ადამიანი და სეზონურად 150 კაცამდე.

კოოპერატივ „აგრო-ლიხაურში“ გაწევრიანებულია 32 მეთხილე ფერმერი, მთლიანი ფართობი მოიცავს 43 ჰა-ს. ამჟამად მიმდინარეობს შეწამვლითი ღონისძიებები თხილის პლანტაციებში. კოოპერატივი მონაწილეობას იღებდა „ENPARD”-ისა და „ელკანას“ პროექტებში.

„ ფერმერები ინტენსიურად ახორციელებენ მიწებისა და მეურნეობების დამუშავების პროცედურებს. ჩვენი სამინისტროს რეგიონული სამსახურების წარმომადგენლების მიერ ხდება, როგორც დარგობრივ საკითხებზე, ასევე ახალი კორონავირუსის გავრცელების წინაღმდეგ ბრძოლის მიზნით შემუშავებული უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე კონსულტაციების გაცემა. ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ გურიის რეგიონში ინტენსიურად მიმდინარეობს საგაზაფხულო სამუშაოები, კერძოდ მოცვისა და თხილის ბაღების გაშენება, სადაც სახელმწიფო დაფინანსებით 250 000 ლარი არის „დანერგე მომავალის“ თანადაფინანსება შპს „ბლუბერი ფარმის“, კონკრეტულ შემთხვევაში. ასევე, მინდა აღვნიშნო ქართული თხილის წარმოება, რაც არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქტი, რომელიც ხელს უწყობს შემოსავლების გენერირებას და ექსპორტის განხორციელების შედეგად მიღებული შემოსავალი უმნიშვნელოვანესია მოსახლების ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების კუთხით,“- განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა.

„ საგაზაფხულო სამუშაოები ინტენსიურად გაგრძელდება რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საველე სამუშაოები რეკომენდაციების სრული დაცვით გრძელდება. ეს მნიშვნელოვანია გამომდინარე იქედან, რომ მოსავლის მიღება შევძლოთ დროულად და მარაგი იყოს იმ პროდუქტების, რასაც საქართველო აწარმოებს“ – აღნიშნა გურიის რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად