ხატია წილოსანმა ბერლინში, სოფლის მეურნეობის მინისტრთა მე-12 კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

ბერლინში გამართულ სოფლის მეურნეობის მინისტრთა მე-12 კონფერენციაში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ხატია წილოსანი 70-ზე მეტი ქვეყნის მაღალი რანგის დელეგაციის წევრებთან ერთად მონაწილეობდა. ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

კონფერენციის ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრებზე, სოფლის მეურნეობის დარგში არსებულ გამოწვევებსა და გადაჭრის გზებზე მსჯელობის შემდეგ, კომუნიკე შემუშავდა. 70-ზე მეტი ქვეყნის დელეგატები შეთანხმდნენ, რომ სახელმწიფოებმა აგრარული პოლიტიკის განსაზღვრის დროს პრიორიტეტად უნდა დასახონ კლიმატგონივრული აგრარული სექტორის განვითარება, მცირე და საშუალო ფერმერული მეურნეობების მხარდაჭერა და სამართლიანი სავაჭრო პირობების უზრუნველყოფა.

„კონფერენციაზე აღინიშნა, რომ მსოფლიოში მოსახლეობის ზრდის ტენდენცია, კლიმატის ცვლილები პირობებში, უსაფრთხო საკვები პროდუქტების დეფიციტის საფრთხეს ქმნის. სწორად ამიტომ არის მნიშნელოვანი სწორი აგრარული პოლიტიკის განსაზღვრა, რაც თავის თავში თანამედროვე ცოდნისა და ტექნოლოგების დანერგვას უპირობოდ ითვალისწინებს. საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს კლიმატგონივრული პოლიტიკის დანერგვაზე. პარალელურად, მიმდინარეობს მუშაობა მცირე ფერმერული მეურნეობების განვითარებისთვის და აგრარულ სექტორში წარმოების საერთაშორისო სტანდარტის დანერგვისთვის“, – აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ხატია წილოსანმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად