ხატია დეკანოიძე: ბიძინა ივანიშვილს ახლა ოპოზიციას შორის კინკლაობა სურს

“ოპოზიციას შორის კინკლაობა რეალურად ახლა არის ის, რაც სურს ბიძინა ივანიშვილს.”,-ამის შესახებ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ხატია დეკანოიძემ მთავარ არხზე საუბრისას განაცხადა.

” პარლამენტში და მათ შორის პარლამენტამდე, ჩვენ პროდასავლური პარტიები და ყველა ის, სამოქალაქო საზოგადოებაც, რომელიც აპროტესტებს ამ ყველაფერს უნდა შევთანხმდეთ ძალიან მნიშვნელოვანზე. ჩვენი ქვეყნის პროდასავლურ კურსზე. ეს არის კანონის უზენაესობა, ობიექტური მართლმსაჯულება. ამიტომ რეალურად თანამშრომლობა. ჩვენ არასდროს არ გვითქვამს, არ გამოგვირიცხავს რომ პარლამეტნში ჩვენ არ ვითანამშრომლებთ პროდასავლურ პარტიებთან.

ოპოზიციას შორის კინკლაობა რეალურად ახლა არის ის, რაც სურს ბიძინა ივანიშვილს. კამათი არ არის პრობლემა. კამათი არის ფუნდამენტურ საკითხებზე განსხვავება.”,-განაცხადა დეკანოიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად