ხატია დეკანოიძე: ვულოცავ ნიკა მელიას გამარჯვებას, მე მას მივეცი ხმა

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის არჩევნებში, რომელსაც პარტიის მხარდამჭერები სოციალური ქსელის საშუალებით ირჩევდნენ ნიკა მელიამ გაიმარჯვა. მან ამ ბრძოლაში ლევან ვარშალომიძე დაამარცხა.

ამ საკითხზე “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემაში “პოლიტიკური პარასკევი” პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ ისაუბრა და თქვა, რომ პარტია ბრძოლის სხვა რეჟიმზე გადადის.

“ღიად მინდა მივულოცო გამარჯვება ნიკას. მას მართლა გაცნობიერებული აქვს პასუხისმგებლობა და ბრძოლის სხვა რეჟიმზე გადავდივართ. დარწმუნებული ვარ, რომ ის ამას თავს გაართმევს. სხვათა შორის ნიკას მივეცი ხმა, მაგრამ მინდა ვუთხრა ჩვენს მხარდამჭერებს, რომ დიდი ბრძოლაა ჩვენს წინაშე, არა მარტო ნიკას მიმართ, არამედ თითოეული ჩვენგანისთვის. ორივე კანდიდატი ძალიან ღირსეული იყო. მე ვფიქრობ, რომ პარტიაში ადამიანების მოზიდვისთვის იქნება მუშაობა, ახალგაზრდების მოზიდვისთვის, რა თქმა უნდა მათ შორის განახლებისაც”, – განაცხადა ნიკა მელიამ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად