ხატია დეკანოიძე: ვართ გლოვაში, ეს ადამიანები იყვნენ ჩვენი მეგობრები და სიტყვები არ მყოფნის, როგორი ტრაგედიაა

ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ გორთან მომხდარ ავარიასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა და განმარტა, რომ ავარიისას გარდაცვლილი ადამიანები „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები იყვნენ.

„წარმოუდგენელი ტრაგედიაა, 5 ადამიანია გარდაცვლილი. სამედიცინო მანიპულაციები გრძელდება კიდევ ერთ ადამიანთან. დიდი გლოვა გვაქვს. მე პირადად ვიცნობდი ამ ადამიანებს, წარმოუდგენელია ასეთი პატრიოტების, ახალგაზრდა ადამიანების, მხარდამჭერების და არაჩეულებირვი ადამიანების დაკარგვა.

ძალიან ცუდია, როდესაც მსგავსი ტრაგედიებით, სამწუხაროდ, ხელისუფლება ცდილობს სხვადასხვა სახის პროპაგანდისტული გამონათქვამებით, ადამიანების ცნობიერებაზე იმოქმედოს. ეს არის ძალიან სამწუხარო. ვართ გლოვაში, ეს ადამიანები იყვნენ ჩვენი მეგობრები და სიტყვები არ მყოფნის, როგორი ტრაგედიაა. დიდი იმედი მაქვს დანარჩენი ორი გამოჯანმრთელდება. ერთი გადაყვანილია თბილისში, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია და დიდი იმედი მაქვს, ყველაფერი კარგად დასრულდება. დანარჩენი ხუთი დავკარგეთ. ასეთ წარმოუდგენელ ტრაგედიაში ვართ. ვიზიარებ მათი ოჯახების და ჩვენი ყველა მხარდამჭერის ტრაგედიას“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა, 11-მა მგზავრმა კი სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები მიიღო.

თბილისიდან დასავლეთ საქართველოსკენ მოძრავ მიკროავტობუსს ტრაილერი შეეჯახა. მიკროავტობუსი ზუგდიდში, თავისუფლების მოედანზე გამართული საარჩევნო ღონისძიებიდან ბრუნდებოდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად