ხატია დეკანოიძე: თავისუფლების მოედნიდან რუსული სიტყვები ძნელი აღსაქმელია, მაგრამ ბუბას რუსეთუმეობა სასაცილოა

თავისუფლების მოედნიდან რუსული სიტყვები ძნელი აღსაქმელია, მაგრამ ბუბას რუსეთუმეობა სასაცილოა, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა და ისნის მაჟორიტარობის კანდიდატმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა გადაცემაში “რეაქცია” მისი პოლიტიკური ძალის სიის პირველი ნომრის მიერ შესრულებულ რუსულენოვან სიმღერასთან დაკავშირებით

“ამაზე გაკეთდა განმარტებები და ამაზე ნიკა მელიამაც ისაუბრა თქვენ ეთერში. მე თავიდან ვერ გავიგე. იმიტომ, რომ უკან ვიდექი. ეს ამბავი ჟურნალისტისგან გავიგე. მერე რომ მოვიკითხე, რაში იყო საქმე, მითხრეს ჩვენებმა რაც მოხდა. მაგრამ სიმართლე გითხრათ, თავისუფლების მოედნიდან რუსული სიტყვები ძნელი აღსაქმელია ყველასთვის, მაგრამ მგონი ყველამ იცის, რომ ბუბას რუსეთუმეობა დასწამო, სასაცილოა. ბუბა არის ადამიანი, რომელსაც პრინციპულონა აქვს ოკუპანტის მიმართ”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად