ხატია დეკანოიძე: შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ევროპარლამენტარები სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის ტოლობის ნიშანს სვამენ

შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ევროპარლამენტარები სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის ტოლობის ნიშანს სვამენ, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ “ტვ პრველს” ეთერში განაცხადა.

“მესამე პრეზიდენტი, ოპოზიციური პარტიის ლიდერი მიხეილ სააკაშვილი დევნილობაშია და ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქიული ჩრდილოვანი მმართველობის ღერძი და მთავარი ფუძემდებელია და მათ შორის არანაირი ტოლობის ნიშანი არ არის. დევნა რომ იყოს შეწყვეტილი მიხეილ სააკაშვილზე, რომელიც იგივე ინტერპოლის მეხუთე მუხლის ამოქმედებით არცერთმა სახელმწიფომ არ აღიარა. კი, მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს ქვეყანაში და აწარმოებდეს აქტიურ პოლიტიკას, მაგრამ მათ შორის განსხვავება ძალიან დიდია.

მე ზუსტად მაგას გეუბნებით, რომ შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ბიძინა ივანიშვილსა და მიხეილ სააკაშვილს შორის ტოლობის ნიშანს სვამენ. მე ვიცი კუბილიუსის დამოკიდებულება”, – თქვა ხატია დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა თქვა, რომ სააკაშვილი და ივანიშვილი სცენის მიღმა არიან და პროცესებზე გავლენას ახდენენ. მისი თქმით, უმჯობესია ისინი ჩაერთნონ მოლაპარაკებებში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...