ხატია დეკანოიძე: სახელმწიფოს გადასარჩენად ყოველგვარი საზღვარი უნდა წაიშალოს და გვერდში დავუდგეთ ერთმანეთს

სახელმწიფოს გადასარჩენად ყოველგვარი საზღვარი უნდა წაიშალოს და გვერდში დავუდგეთ ერთმანეთს, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“გვეუბნებოდნენ – როგორ არ გეშინიათ გარეთ გასვლის. მეშინია, როგორ არ მეშინია. ჩემი მშობლები 4 თვეა არ მინახავს. იმიტომ, რომ ხანდაზმულები არიან და ვუფრთხილდები, მაგრამ ყველამ ვისწავლეთ ქცევის წესები. ერთი რამე უნდა გვესმოდეს – თავისუფლების გარეშე უსაფრთხოება მაინც არ გვექნება. იმიტომ, რომ გახსოვთ ალბათ, რომ არჩევნებამდე როგორ მაღალ ნიშნულზე იყო, მაგრამ მაინც არ ჩაკეტეს. იმიტომ, რომ არჩევნები იყო.

ბოლო პერიოდში თავს ვარიდებ მე პირადად პოლიტიკურ დისკუსიას. მეჩვენება, რომ თუ ქვეყანა არ გაიხსნა, აპრილიდან მოყოლებული უმძიმესი პერიოდი იქნება ყველასთვის. ამიტომ ერთად უნდა დავდგეთ. მაგალითად, ყველამ ერთად საკონსტიტუციო სარჩელი უნდა შევიტანოთ. ისეთი თვეები იქნება, რომ მალე წამალს ვეღარ ვიყიდით ჩვენი ხანდაზმული მშობლებისთვის. პოლიტიკური საზღვრები კი არა, ყოველგვარი საზღვარი უნდა წაიშალოს სახელმწიფოს გადასარჩენად და ყველა ერთმანეთს გვერდში უნდა დავუდგეთ”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად