ხატია დეკანოიძე: სახელმწიფოს და კრიმინალს შორის სოციალური კონტრაქტია გაფორმებული, სპორტი იქცა “ზონდერების” თავშესაფრად

სახელმწიფოს და კრიმინალს შორის სოციალური კრიმინალია გაფორმებული, სპორტი იქცა “ზონდერჯგუფების” თავშესაფრად, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ “ტვ პირველის” ეთერში, ეკა მიშველაძის საავტორო გადაცემაში “საჯარო პოლიტიკა” დაღუპული ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

“პირველი, რაც მე შეკითხვა მაქვს და ალბათ პოლიტიკურ შეფასებაც ეს არის ის, რომ მთელი ამ ხნის მანძილზე სახელმწიფოს და კრიმინალს შორის სოციალური კონტრაქტი გაფორმებულია. ეს ყველაფერი მივიდა იქამდე, რომ როდესაც ჩვენ ყველა ვსაუბრობთ იმაზე, რომ კრიმინალური გარჩევების და ქუჩური მენტალიტეტის რომანტიზება მოხდა ახალგაზრდებში და განსაკუთრებით პოლიციის ნდობის შესუსტება მოვიდა აქამდე, სწორედ ამის ბრალია, რომ ეს სოციალური კონტრაქტი გაფორმებული აქვს პირდაპირ სახელმწიფოსთან. რასაც ვხედავთ არის ის, რომ მათ შორის სპორტი გადაიქცა მოძალადეების და ე. წ. ზონდერ ჯგუფების თავშესაფრად, რაც ყველაზე სახიფათოა.

შაქარაშვილის საქმეზე სწორედ ეს არის – პოლიციის უნდობლობა. იმიტომ, რომ დღემდე საზოგადოების არცერთ წევრს ვინც აქ ვსხედვართ და ვინც ტელევიზორთან არის, არავის არ სჯერა პოლიციის. უწყების, რომელიც არის ვალდებული, გამოიძიოს თავიდან ბოლომდე საქმე და პირველადი რეაგირება მოახდინოს. დღემდე მხოლოდ და მხოლოდ მედიისგან გვაქვს ინფორმაცია. სხვათა შორის მე კატეგორიულად არ ვეთანხმები იმ ადამიანებს, ვინც ამბობს, რომ მედიამ მეტ-ნაკლებად არ უნდა გააშუქოს, ან ნაკლებად უნდა შეეხოს ასეთ თემებს. იმიტომ, რომ მედიის გარეშე ჩვენ ვერ გავიგებდით ძალიან ბევრ სიმართლეს”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად