ხატია დეკანოიძე: ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ერთიანობა სასიცოცხლოა

ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ერთიანობა სასიცოცხლოა, – ასე მიმართავს ოპოზიციურ პარტიებს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე.

“ძალიან მნიშვნელოვანია შევინარჩუნოთ ერთიანობა ოპოზიციურ სპექტრში და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა.
ამ ორი ძლიერი ბერკეტით აუცილებლად მივაღწევთ შედეგს. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ერთიანობა სასიცოცხლოა”, – დაწერა სოციალურ ქსელში ხატია დეკანოიძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ოპოზიცია პლებისციტს არ უნდა დათანხმდეს და პლებისციტი ბიძინა ივანიშვილის ინეტერსებშია. სააკაშვილის ამ განცხადებამ ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. სააკაშვილის განცხადება პრონციპულად მიუღებელი აღმოჩნდა მამუკა ხაზარაძისთვის, დავით ბერძენიშვილმა კი თქვა, რომ პლებისციტის თავის დროზე პლებისციტის იდეას ყველაზე მეტი ლეგიტიმაცია “ნაციონალურმა მოძრაობამ” მისცა და ახლა ამაზე უარის თქმით, ოპოზიცია დაზიანდება. გამოითქვა სხვა მოსაზრებებიც.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...