ხატია დეკანოიძე: პოლიციას რეაგირება რომ გამოეჩინა, შაქარაშვილის ტრეგედიის თავიდან აცილება შეიძლებოდა

პოლიციას რეაგირება რომ გამოეჩინა, შაქარაშვილის ტრეგედიის თავიდან აცილება შეიძლებოდა, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ “ტვ პირველის” ეთერში, ეკა მიშველაძის საავტორო გადაცემაში “საჯარო პოლიტიკა” დაღუპული ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით განაცხადა.

“ყველაზე მთავარი რაც არის, ამას ვიტყვი ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ეს არის პოლიციის არაკომპეტენეტურობა. პოლიციას, რომ გამოეჩინა რეაგირება. შესაძლებელი იყო ამ ტრაგედიის თავიდან აცილება. ასევე ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე შემიძლია გაგანდოთ, რომ იმ შემთხვევაში თუ ცხედარის ხანდაზმულობა არ აღემატება რაღაც ეტაპს, მაშინ სასამართლო ექსპერტიზას ამდენი დრო არ უნდა დასჭირდეს, გასცეს მნიშვნელოვანი პასუხები, რისგან დადგა ახალგაზრდის გარდაცვალება”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად