ხატია დეკანოიძე: “ოცნება” აბსურდულად განაგრძობს მოქალაქეების დაცინვას, მაინ როცა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ჯანდაცვის კრიზისში ვართ

“ტვ პირველის” გადაცემა “საჯარო პოლიტიკა” ზურნა-გარმონის თანხლებით გაიხსნა, რომლის ფონზე გადაცემის წამყვანი ეკა მიშველაძე “ქართული ოცნების” პოლიტიკას აკრიტიკებდა.

გადაცემის ეს ქუდი უკავშირდება კახი კახიშვილის გამარჯვებას ისნის მაჟორიტარულ ოლქში, რასთან დაკავშირებითაც კახიშვილმა გამარჯვება ზურნა გარმონით აღნიშნა. გავრცელებულ ვიდეოში ჩანს ისიც, როგორ აძლევს ე. წ. შაბაშს მუსიკოსებს კახიშვილი.

ამ თემაზე იმავე გადაცემაში კომენტარი გააკეთა კახიშვილის კონკურენტმა “ნაციონალური მოძრაობიდან” ხატია დეკანოიძემ, რომელმაც მეორე ტურში მონაწილეობა პროტესტის ნიშნად არ მიიღო.

“ეს ჩემი კონკურენტის ბატონი კახი კახიშვილის ის იყო. ძალიან მაინტერესებს, “ქართული ოცნება” ისანში მეორე ტურში ვის შეერკინა?! თავის თავს ებრძოდნენ, გაიმარჯვეს, დამარცხდნენ არ ვიცი. წარმოუდგენელ აბსურდში ვართ შესულები, მაგრამ გარდა იმისა, რომ თვითონ ასე აბსურდულად განაგრძობენ საკუთარი მოქალაქეების დაცინვას, ამის გარდა ვართ პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ჯანდაცვის კრიზისში”, – თქვა ხატია დეკანოიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად