ხატია დეკანოიძე: ოპოზიციისა და ფილიპ რიკერის შეხვედრა რამდენიმე საათის წინ გადაწყდა

 ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა ხატია დეკანოიძემ ტვ „პირველის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით ოპოზიციის წარმომადგენლები აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ფილიპ რიკერს მთავარ გზავნილებს მიაწვდიან.

„ეს შეხვედრა გადაწყდა რამდენიმე საათის წინ. აშშ არის მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორი, წლების მანძილზე უსაფრთხოების განვითარებაში გვეხმარებოდა. რა თქმა უნდა, აშშ არ არის მხარდამჭერი კონკრეტული პოლიტიკური პარტიის, მაგრამ იგი არის მხარდამჭერი საქართველოს მოქალაქეების ნების და კარგად იცის ბატონმა პომპეომ, რომ საქართველოს მოქალაქეებს სწორედ ეს ნება ჩამოართვეს 31 ოქტომბერს. ჩვენი მთავარი გზვანილია, რომ საქართველოში ხელისუფლებასა და მმართველ პარტიას შორის ყოველგვარი ზღვარი წაიშალა, მიტაცებულია ქვეყანა, გადაწყვიტა ოლიგარქმა რომ ამჯერად არჩევნები მიეტაცებინა, მე-2 ეს არის ახალი არჩევნების ჩანიშვნის აუცილებლობა”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად