ხატია დეკანოიძე: ოპოზიციას ვურჩევ კონვენციაზე დაყრდნობა ხმარებიდან ამოიღონ ამნისტიაზე საუბრისას

ოპოზიციას ვურჩევ კონვენციაზე დაყრდნობა ხმარებიდან ამოიღონ ამნისტიაზე საუბრისას, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“ჩემი რჩევა იქნებოდა, რომ ფრთხილად მოეკიდონ 333-ე მუხლს. ის შეიძლება გავრცელდეს ძალიან ბევრ ადამიანზე. მათ შორის საჯარო მოხელეებზე, რომელთაც ძალას გადაამეტეს, ამ პოლიციელებს ვგულისხმობ და ასევე ბრძანების გამცემებზე. არ დაგვავიწყდეს, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ჩვენი ხელისუფლებიდან სწორედ ამ მუხლით გაასამართლა “ქართულმა ოცნებამ” და პოლიტიკურად ეს მუხლი გამოიყენა. უნდა გვესმოდეს, რომ საფრთხილო მუხლია,

დარწმუნებული ვარ, რომ თუ 333-ე მუხლზე იქნება ლაპარაკი, ეს შეეხება ბრძანების გამცემსაც. იმიტომ, რომ ბრძანების გამცემს სხვაგვარი კვალიფიკაცია საერთოდ ვერ მიუდგება. ამიტომ, ჩემი რჩევაა, რომ ხმარებიდან ამოიღონ კონვენციაზე დაყრდნობა. იმიტომ, რომ არ არსებობს ეგეთი”, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...